სიახლები

18-04-2019 მზადება სკოლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციისთვის

2019 წლის 8 მაისს სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის 42-ე საჯარო სკოლაში ჩატარდება სკოლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია. მოსწავლეები პროექტებს ამზადებენ. ქიმიაში წარმოდგენილი იქნება სამი მოხსენება. კლუბის ერთ-ერთი წევრი წარმოდგენს საგრანტო პროექტის შემაჯამებელ პრეზენტაციას. საგრანტო პროექტი სკოლაში განხორციელდა 2018-2019 სასწავლო წელს. პროექტი "სალენის ტიპის ნაერთების სინთეზი და მათი ბიოლოგიური აქტიურობის კვლევა" განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აქტიური ჩართულობით და მხარდაჭერით.

ნანახია 2702-ჯერ